ჩემი პროექტები

                სასწავლო  პროექტის  გეგმა ინტელში

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
რუსუდან ჯოხაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ბოსტანის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება       მათემატიკის როლი  ეროვნულ გამოცდაზე

 თემის შინაარსი 
პროექტში განხილული იქნება ილიას უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე  ჩაბარებულ იმ აბიტურიენტთა ქულები,  რომლებმაც მეოთხე გამოცდა ჩააბარა მათემატიკა,ისტორია, ქართული,ბიოლოგია. ამისათვის მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ შესაბამის მონაცემებს,გამოიანგარიშებენ მის საფუძველზე საშუალო ქულას,მოდას, მედიანას,დიაპაზონს.ააგებენ შესაბამის დიაგრამებს,როგორც სვეტოვანს ასევე წრიულს.ყველა მიღებული შედეგის საფუძველზე გამოიტანენ საბოლოო დასკვნას.აგრეთვე დაადგენენ მათემატიკის ქულების მიხედვით, გრანტის მიღების პრინციპს.   მოსწავლეები მოამზადებენ მულტიმედიურ პრეზენტაციას,რაც მათ შერჩეულ პროფესიაში სტატისტიკის ელემენტების ცოდნის დემონსტრირებას ემსახურება.
საგანი
 მათემატიკა.
დონე/კლასი  
IX კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო
მაგალითად:  სამი 45  წუთიანი  გაკვეთილი.
თემის საფუძვლები
             მათემატიკის  სტანდარტები   IX კლასისათვის
IX.11.მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება  და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
     IX.13.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
                   მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
·       მოსწავლე აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს (ჰისტოგრამას) მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით.                                                        
·       არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას,

ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს (დიაგრამას) ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე.
·       ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

1.გიყვართ თუ არა მათემატიკა?
2.რაში გვეხმარება მათემატიკის ცოდნა ცხოვრებაში.
თემატური კითხვები

1.რისი ტოლია მოდა, მედიანა,საშუალო,დიაპაზონი
2.რა  დასკვნების გაკეთება შეგვიძლია მონაცემების საფუძველზე.
შინაარსობრივი კითხვები

1.შევადაროთ  მათემატიკის და უნარების, ისტორიის და უნარების ქართულის და უნარების,ბიოლოგიის და უნარების ქულები.
2.როგორ გავანაწილოთ გრანტი მათემატიკის ქულების მიხედვით.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










* შეკითხვების დასმა                          * მათემატიკის სამუშაო დღიური                                                           

 * წინარე ცოდნის დადგენა             *ჩანაწერები
* ინტერნეტში მონაცემების ძებნა.          
* მონაცემების საფუძველზე  დასკვნების გაკეთება.
*თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.
* მათემატიკის მნიშვნელოვანი როლის შეფასება დასახული  რეალიზაციის პროცესში.
        შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

სხვა საკითხები
        საბაზისო უნარ-ჩვევები
·       სტატისტიკის ელემენტების ცოდნა.
·       ინფორმაციის მოძიების გამოცდილება ინტერნეტში
·       ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო  პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
სასწავლო პროცედურები
       I.დღე
პროექტის დასაწყისში კლასში გავმართავ დისკუსიას სათაურით: სტატისტიკის როლი ცხოვრებაში.           
პირველი აქტივობა------დავარიგებ ბარათებს, სადაც დაწერილია კითხვები და ვითხოვ  (ვიცი,გავიგე, მინდა ვიცოდე) წინარე ცოდნას სტატისტიკის ელემენტების შესახებ.
აქტივობებით გამოიკვეთება ბავშვების საჭიროებები, დაისახება მიზნები,მათ გაუჩნდებათ  ინტერესი,მოიძიონ მასალა ინტერნეტში,სახელმძღვანელოებში, საინფორმაციო წყაროებში. გააკეთონ ბროშურები,გაზეთი, პრეზენტაცია.სწორედ ამ  აქტივობების შესრულებისათვის ბავშვებს გავყოფ ჯგუფებად. სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით  მათ მივცემ დავალებებს. შესრულებული სამუშაოს შემოწმების შემდეგ შევაფასებ მათ აქტივობას.
   II.დღე
     შემდეგი ეტაპია კვლევის დაწყება. უმჯობესია  მეტი ინფორმაციის მოძიება.ჯგუფები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ იმ აბიტურიენტის ქულებს,რომლებმაც ილიას უნივერსიტეტში  ფილოლოგიის
ფაკულტეტზე,სპეციალობა --ქართული ფილოლოგია მეოთხე გამოცდა ჩააბარეს ლიტერატურა,მათემატიკა,ბიოლოგია.ყველა აბიტურიენტისათვის მოიძიებენ აგრეთვე უნარების ქულებს. აქაც შეფასდება მათი აქტივობა.
   III.დღე
   მოძიებული მონაცემების საფეძველზე ჯგუფები  საგნების მიხედვით გამოიანგარიშებენ სტატისტიკის ელემენტებს,კერძოდ: საშუალო ქულას,მოდას,მედიანას,დიაპაზონს.მიღებული შედეგების მიხედვით გ ააგებენ დიაგრამებს (სვეტოვანს,წრილს)ჰისტოგრამებს.შეგროვებული მონაცემების დამუშავების შემდეგ მათი მიზანი მიღწეულია. კერძოდ, მათ განუვითარდებათ კვლევისა და გამოყენების უნარი.აგრეთვე სხვადასხვა ტიპის მონაცემების შემთხვევაში ხელსაყრელი სახის დიაგრამის შერჩევის უნარი. გააკეთებენ საბოლოო დასკვნას--მათემატიკის მიხედვით გრანტის განაწილებას.
    საბოლოოდ, მოხდება პროექტის  ფარგლებში შესწავლილი  ცნებების მოსაზრებების დოკუმენტირება.მოსწავლეები პირად მოსაზრებებს და იდეებს სამუშაო ჟერნალში ჩაწერენ.










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე, ამ პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რადგან პროექტი სირთულეებთან არის დაკავშირებული.



სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია



 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий